ჩამოტვირთვა

ეთერზეთოვანი ვარდის ზოგიერთი ჯიშის შედარებითი შესწავლა ლაგოდეხის რაიონში

ბოლო პერიოდში საქართველოში გაიზარდა ეთერზეთოვანი ვარდისადმი დაინტერესება. აღმოსავლეთ საქართველოში უკვე გაშენებულია რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობი, თუმცა ჯიშობრივი ასორტიმენტი წარმოდგენილია მოცემული პირობებისათვის შესაფერისი ჯიშების შერჩევის გარეშე. ნაშრომში წარმოდგენილია სამეურნეო მაჩვენებლების - ყვავილების მოსავლიანობის, ეთერზეთის შემცველობის და ეთერზეთის საჰექტარო გამოსავლიანობის მიხედვით ლაგოდეხის რაიონში ეთერზეთოვანი ვარდის ოთხი ჯიშის (ყირიმის წითელი, ვარდისფერი კაზანლიკური, ლანი, ასფურცელა ვარდი) შესწავლის შედეგები. კვლევის მონაცემებით მოცემული კლიმატურ-ნიადაგობრივი პირობებისათვის აღნიშნული მაჩვენებლებით საუკეთესოს წარმოადგენენ ჯიშები ვარდისფერი კაზანლიკური და ლანი.

ელენე ხუციშვილი, ვახტანგ ქობალია

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება