ჩამოტვირთვა

ზოგიერთი ინტროდუცირებული დეკორატიული მერქნიანი მცენარის ზრდა-განვითარების თავისებურებები ლაგოდეხის ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულ ზონაში

შესწავლილ იქნა ინტროდუცირებული დეკორატიული მერქნიანი მცენარეების ზრდა-განვითარების თავისებურებები ლაგოდეხის ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულ ზონაში გამწვანებისათვის ახალი ასორტიმენტის შერჩევის მიზნით. განხორციელდა 14 სახეობის (Magnolia grandiflora L., Cinnamomum glanduliferum Meisn., Eucaliptus cinerea F. V. Mueller., E. viminalis Labill., Osmanthus fragrans Lour., Nerium oleander L., Camelia japonica L., Daphne odorata Reicd., Ginkgo biloba L., Magnolia soulangiana Soul., Liriodendron tulipiferum L., Liguidamber stiraciflua L., Albizia julibrissin Durazz., Hidrangea macrophylla Thunb.), 97 ძირი, 5-8 წლის ხეების და 3-4 წლის ბუჩქების ნერგების გადმოტანა დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის (სამეგრელო, გურია, აჭარა) სანერგეებიდან, საერთო ღირებულებით 2994 ლარი. დარგვა და მცენარეების შემდგომი მოვლა განხორციელდა აგროწესების სრული დაცვით. 2 წლის კვლევამ აჩვენა, რომ დარგული მცენარეებიდან მხოლოდ ერთი სახეობის (ცრუ ქაფურის ხე) მცენარეების ნახევარი გახმა, რადგანაც ვერ შეეგუა ადგილობრივ ნიადაგურ და წყლოვან პირობებს.

რამაზ კილაძე, ეთერ ბენიძე, იზა ოჩხიკიძე, დავით კილაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება