ჩამოტვირთვა

პროფესიული მარკეტინგის ევროპული სტანდარტი

გლობალიზაციის და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში პროფესიული წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული არა მარტო დასაქმების მაძიებლის პროფესიულ უნარ-ჩვევებზე, არამედ მის უნარზე, მოახდინოს მისი პიროვნების სწორი და მიზანმიმართული პრეზენტაცია. კვალიფიციური კადრების გადინება საქართველოდან ჩვენი ყოველდღიური სამწუხარო რეალობა გახდა - ისევე როგორც არაკვალიფიციური კადრების შემოდინება. ვინაიდან საბაზრო ეკონომიკა თვითრეგულირებადია, ეს პროცესები - ზიარი ჭურჭელის ფორმულის მსგავსად - მანამდე არ შეჩერდება, სანამ ჩვენს ქვეყანაში ევროპული სტანდარტის დასაქმების პოტენციალი არ შეიქმნება. სწორედ ეს ევროპული სტანდარტებია "პროფესიული მარკეტინგის“ საგანი, რომელიც, როგორც სასწავლო საგანი, გასული საუკუნის 90-იან წლებში შეიქმნა გერმანული შრომითი ბაზრის პრაქტიკოსი მკვლევარების მიერ. პირადად მე წილად მხვდა მათთან თანამშრომლობა და ამ საგნის აპრობაცია გერმანიაში. ამ საგანმა ასევე წარმატებით გაირა აპრობაცია საქართველოს მაგალითზე - ათეულობით ქართველი ახალგაზრდა წარმატებით საქმიანობს ან სწავლობს გერმანიის წამყვან დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებში.

თამაზ გვენეტაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება