ჩამოტვირთვა

იან ამოს კომენიუსის „მათეტიკის“ზოგადი საფუძვლები

ნაშრომი შეიცავს კომენიუსისეულ ერთ - ერთი ძალიან საყურადღებო ტექსტის, ეგრეთწოდებული „მათეტიკის“, ზოგადი მეთოდოლოგიის განხილვას, რომელიც მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მოწყობის პრინციპებს ქადაგებს. აღნიშნული ნაშრომი არ არის ცნობილი ქართული პედაგოგიკური აზროვნებისათვის. ზოგადად მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლას დიდი ხნის ისტორია აქვს. მაგრამ სწავლის პროცესის მეცნიერული ინტერპრეტაცია პირველად სწორედ იან ამოს კომენიუსმა მოგვცა თავის „მათეტიკაში“. კომენიუსს მიაჩნია, რომ მოსწავლემ სწავლის პროცესში უნდა იკვლიოს, მიიღოს ახალი ინფორმაცია, აღმოაჩინოს ახალი მოვლენა, მიღებული ინფორმაცია და ათვისებული საგანი დაუკავშიროს ერთმანეთს და თვითონ შექმნას ცოდნა. ნაშრომი ეხმაურება თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ პრობლემებს და იგი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სწავლის პროცესის გაუმჯობესებას და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას.

იმერი ბასილაძე, ეთერ ღვინერია

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება