ჩამოტვირთვა

დრეკად ნარევთა თეორიის სტატიკის არალოკალური სასაზღვრო ამოცანის წრიულ არეში ეფექტური ამოხსნა

ნაშრომში განიხილება დრეკად ნარევთა წრფივი თეორიის სტატიკის სასაზღვრო ამოცანის წრიულ არეში ეფექტური ამოხსნა, როცა ა) წრიული არის საზღვარზე მოცემულია გადაადგილების ვექტორის ნორმალური წარმოებული, ბ) ორ კონცენტრულ წრეწირზე, რომელთაგან პირველი წრიული არის საზღვარია, ხოლო მეორე წრიული არეში მდებარე წრეწირი, ბრუნვის ვექტორის მნიშვნელობათა სხვაობა ტოლია წრიული არის საზღვარზე მოცემული ვექტორ-ფუნქციის მნიშვნელობის. განსახილველი ამოცანის ამოხსნა მიიყვანება წრიულ არეში პუასონის განტოლებისათვის ნეიმანის ამოცანის ამოხსნაზე.

კოსტა სვანაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება