ჩამოტვირთვა

ლიდერობის უმნიშვნელოვანესი უნარი - სოციალური ინტელექტი

არ არსებობს ლიდერობის უტყუარი რეცეპტი ან მარტივი ფორმულა იმისა, თუ როგორ უნდა გავხდეთ ლიდერები. თუმცა, გამორჩეულ ლიდერებზე (წარმატებულ მენეჯერებზე) დაკვირვება გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ სავსებით შესაძლებელია ლიდერული თვისებების, უნარებისა და ქცევების შესწავლა და ჩვენში განვითარება. ასეთ უნართა შორის მნიშვნელოვანია ლიდერის „სოციალური ინტელექტი“. საუბარია ლიდერის იმ უნარზე, რომლებიც საკუთარი და სხვების გრძნობების, საქციელისა და ფიქრების გაგება-გააზრებას და შესაბამის მოქმედებას გულისხმობს. მეტიც, ამ უნარით მენეჯერს შეუძლია ადამიანების წაკითხვა მაშინაც კი, როცა ისინი თავიანთი გრძნობებისა და ფიქრების დამალვას ცდილობენ. არსებობს სპეციალური ტესტები, რომლის მიხედვითაც ცდილობენ გაზომონ ადამიანში სოციალური ინტელექტი. ის გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თითოეულ მათგანს შევურჩიოთ მისი შესაფერისი პოზიცია ორგანიზაციაში, სადაც ის მაქსიმალურ პროდუქტიულობას გამოავლენს.

ემზარ ჯულაყიძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება