ჩამოტვირთვა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა მოტივაცია

თანამედროვე უფროსკლასელების პერსპექტიულ გეგმებში უმაღლესი განათლების მიღებას ჯერ კიდევ მთავარი ადგილი უჭირავს. მათ მიერ სკოლის დამთავრება აღიქმება არა როგორც განათლების მიღების ზედა ზღვარი, არამედ როგორც „სოციალური სტარტის ტრამპლინი“. ნაშრომში შესწავლილია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა მოტივაცია. აღწერილია რიგი მიზეზებისა (დასაქმების პერსპექტივები, სტაბილური მატერიალური კეთილდღეობა, კარიერული ზრდის შესაძლებლობა, თვითრეალიზაცია, ცოდნის დონის ამაღლება და სხვა.), რომლებიც უბიძგებენ უფროსკლასელებს უმაღლესი განათლების მიღებისაკენ. მოყვანილია უნივერსიტეტში ჩარიცხულ პირველკურსელ სტუდენტთა მოტივაციის შესასწავლად შემუშავებული ანკეტა, გამოკითხვის ჩატარების მეთოდიკა და ჩატარებული კვლევის შედეგად მიღებული მასალების ანალიზი, დასკვნები და რეკომენდაციები. კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით ჩარიცხულ სტუდენტთა ძირითადი ნაწილის მიზანს წარმოადგენს ცოდნის მიღება, რომელთათვის სტუდენტი საზოგადოების სრულფასოვანი წევრია, რომელსაც შეუძლია თავისუფლად მართოს საკუთარი ცხოვრება.

ნანა ლუხუტაშვილი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება