ჩამოტვირთვა

მმართველობითი გადაწყვეტილების მიღების საჭიროებათა გაცნობიერება

გადაწყვეტილების მიღების პროცესის პირველი და შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია - გადაწყვეტილების მიღების საჭიროების გაცნობიერება. ასეთ საჭიროებას კი იწვევს ბიზნეს-გარემოში მიმდინარე ცვლილებები, რომლებიც ქმნიან ორგანიზაციის ახალ შესაძლებლობებს ან საფრთხეებს. უნდა აღინიშნოს, რომ მენეჯმენტის ასეთი „გამაღიზიანებლები“ დროთა განმავლობაში, არა თუ მცირდება, არამედ უფრო და უფრო იზრდება, რომლის სწორი გადაწყვეტა განსაზღვრავს მენეჯერის სამოქმედო კურსის სწრაფი შეცვლის აუცილებლობას. მასში, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი როლი გააჩნია მენეჯერის ცოდნას, უნარებს, ჩვევებს, გამოცდილებას, სტრატეგიულ ხედვას, მის პროფესიულ მახასიათებლებსა და პიროვნულ თვისებებს. იმ მიზნით, თუ რამდენადაა წარმატებული გადაწყვეტილების მიღების უნარები თანამედროვე მენეჯერებში, ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ დღეს ეროვნული ბიზნესის განვითარების პრობლემა - „მენეჯმენტის დეფიციტია“. თუმცა, რაც უფრო ახალგაზრდაა რესპოდენტი, უფრო რისკიანია და წარმატების მიღწევაში უფრო გრძნობს კვალიფიციური ცოდნის აუცილებლობას.

ელიზბარ ბარბაქაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება