ჩამოტვირთვა

ბირთვაკის არგენტოფილური მარკერული ცილები

ბირთვაკში ფიბრილარული ცენტრებისა და ბირთვაკის მაორგანიზებელი უბნების სტრუქტურული და რაოდენობრივი პარამეტრების ცვლილება სიმსივნის ბიოლოგიური მარკერია. აღნიშნული უბნების იდენტიფიკაცია ხდება სპეციფიკური არგენტოფილური ცილების (რნმ–პოლიმერაზა I, UBF, ნუკლეოლინი C23, ნუკლეოფოსმინი I ანუ B23), ვერცხლით (AgNOR) შეღებვის და იმუნოციტოქიმიის მეთოდების გამოყენებით. ბირთვაკის არგენტოფილური ცილები აქტიურად გამოიყენება სამეცნიერო და კლინიკურ პრაქტიკაში უჯრედის სხვადასხვა ფუნქციური აქტივობის, განსაკუთრებით კი უჯრედული ციკლის, ტრანსკრიპციისა და მალიგნიზაციის პროცესების შეფასებისთვის. ბირთვაკის მაორგანიზებელი უბნების რაოდენობისა და ზომების მატება ნორმალურ უჯრედში ბირთვაკის მომატებულ ბიოსინთეზურ აქტივობას ან სიმსივნური ზრდის დროს მალიგნიზაციის პროცესის აქტივაციას ადასტურებს. ბირთვაკის არგენტოფილური ცილების ექსპრესიის მატებით გამოწვეული მორფოლოგიური ცვლილებები სიმსივნური უჯრედების ავთვისებიანობის და პროლიფერაციული აქტივობის განსაზღვრისთვის მარკერს წარმოადგენს.

ნათია ღაჭავა

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება