ჩამოტვირთვა

ზოგიერთი ტექსტოლოგიური საკითხის შესახებ რუსთველოლოგიაში

სტატიაში განხილულია შოთა რუსთაველის პოემის „ვეფისტყაოსნის“ ტექსტოლოგიური საკითხების შესწავლასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიების სხდომათა შედეგები. პირველი კომისია, რომელმაც დაიწყო პოემის ტექსტის საფუძვლიანი შესწავლა, შეიკრიბა მე-19 საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში. ამ სხდომის ოქმების აღწერა დაევალა იონა მეუნარგიას. ეს ოქმები პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ “დროებაში“. ხოლო XX საუკუნის 60-იან წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან ჩამოყალიბდა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისია. კომისიის სხდომათა ოქმები 1972 წლიდან იბეჭდებოდა ჟურნალ “მაცნეს“ ქართული ენისა და ლიტერატურის სერიაში. სტატიაში ერთმანეთთან შედარებულია ორივე კომისიის მუშაობის რამდენიმე ასპექტი. კონკრეტული მაგალითებზე დაყრდნობით ნაჩვენებია, სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე რუსთველოლოგიურ საკითხებზე მომუშავე კომისიათა წევრებმა, თუ რომელი სტროფები ჩათვალეს ჩანართად და რომელი შეიტანეს პოემის ძირითად ტექსტში.

ლანა ჩიხლაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება