ჩამოტვირთვა

ბექა ქურხულის „სამოთხიდან გაქცეულები“ პოსტმოდერნისტულ ჭრილში

XX საუკუნის დასასრულისა და XXI საუკუნის დასაწყისში ბევრი ახალი მიმდინარეობა განვითარდა, რომელთაგან აღსანიშნავია პოსტმოდერნიზმი, რასაც, გარკვეულწილად, ქვეყანაში განვითარებულმა სოციალურ-პოლიტიკურმა მოვლენებმა შეუწყო ხელი. ამ პერიოდში ქართულ მწერლობაში ნიჭიერ მწერალთა ახალი თაობა გამოჩნდა, მათ შორისაა ბექა ქურხული, რომელმაც საკუთარი ადგილი მალევე დაიმკვიდრა ჩვენს მწერლობაში. მისი შემოქმედება, ძირითადად, ჩვენი ქვეყნის უახლესი, ტკივილიანი წარსულით საზრდოობს. ბექა ქურხულის რომანი „სამოთხიდან გაქცეულები“ 2015 წელს დაიბეჭდა, 2016 წელს კი პრემია „საბას“ ლაურეატი გახდა. ნაწარმოებში ავტორი თითქმის ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას ეხმაურება. მასში მხატვრულადაა ასახული საქართველოს უახლესი წარსული. ქურხული კარგი მთხრობელია. სწორედ საინტერესო ნარატივითა და პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნებიათაა გამორჩეული რომანი, რომელშიც ეპოქის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემაა თავმოყრილი. შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ავტორმა „სამოთხიდან გაქცეულებით“ ქართულ ლიტერატურას უდავოდ საინტერესო ნაწარმოები შესძინა.

სოფიკო ჭუმბურიძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება