ჩამოტვირთვა

საქართველო არტურ ზუტნერის პუბლიცისტურ ნააზრევში (ავსტრიელი მწერლის უცნობი პუბლიცისტური ნარკვევი საქართველოს შესახებ)

ცნობილმა ავსტრიელმა მწერალმა არტურ ზუტნერმა, რომელიც 1876-1885 წლებში ცხოვრობდა საქართველოში, ავსტრიულ პრესაში საინტერესო წერილები გამოაქვეყნა რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომთან დაკავშირებით. ეს პუბლიკაციები დღემდე არ ქცეულა შესწავლის საგნად. ამ ხარვეზის გამოსასწორებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მზია გალდავაძემ, რომელმაც ქართულად თარგმნა მწერლის ნარკვევი „ცნობები ტრანსკავკასიიდან“. დასახელებული სტატია გამოქვეყნებულია ავსტრიული გაზეთის - “Neue Freie Presse”-ს 1877 წლის აგვისტოს ნომრებში. ხსენებულ სტატიაში საგულისხმო მოსაზრებებია გამოთქმული საქართველოში რუსული მმართველობის დამკვიდრების შედეგად შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ. განსახილველი წერილის შეფასების დროს ერთ ტენდენციასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება - ქართული ყოფისადმი ა. ზუტნერის რამდენადმე ნეგატიურ დამოკიდებულებას. მოგვიანებით მან ეს პოზიცია რადიკალურად შეიცვალა და საქართველო მისი შემოქმედების უმთავრეს თემად იქცა. ნარკვევის თარგმანი წერილს თან ერთვის და ქვეყნდება პირველად.

ავთანდილ ნიკოლეიშვილი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება