ჩამოტვირთვა

ხიდური აგრეგატით ნიადაგის ფრეზირების ხარისხის ექსპერიმენტული კვლევის შედეგების ანალიზი

ნაშრომში მოცემულია ხიდური აგრეგატით ფრეზირების ხარისხის ექსპერიმეტალური კვლევის შედეგები. ნიადაგის დამუშავების ხარისხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აგროტექნიკური მოთხოვნაა, რომელმაც ხელი არ უნდა შეუშალოს მცენარის აღმოცენებასა და განვითარებას. ხარისხის მაჩვენებელია ბელტის ოპტიმალური ზომები, რომლებიც 3-5 სმ-ზე მეტი არ უნდა იყოს. ნიადაგის ფრეზირება აპარატის დაკიდებულ მდგომარეობაში ჯერ-ჯერობით პრაქტიკაში არ ჩატარებულა, ამიტომ საჭირო გახდა სამუშაო იარაღზე ვიბრაციების შესწავლა 4 და 8-დანიანი ფრეზების შემთხვევაში, სხვადასხვა რეჟიმებზე მუშაობის პროცესში. გამოირკვა რომ დაკიდებული ფრეზის შემთხვევაში მასზე მოქმედი ვიბრაციები გაცილებით მაღალია ვიდრე, სატრაქტორო აგრეგატით ფრეზირების დროს. ეს აიხსნება დაკიდებული იარაღის თავისებურებების მაღალი ხარისხით. ჩატარებული კვლევისას გამოირკვა, რომ ოპერაციის მაღალი ხარისხის მიღებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფრეზის „კინემატიკურ პარამეტრს“, რომელიც უნდა იყოს ზღვრებში 4-6. კვლევის ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით მონაცემების დამუშავების საფუძველზე აგებული იქნა ჰისტოგრამა, რომლისთვისაც განისაზღვრა: გაზომვათა ინტერვალი, სიხშირე, რომელთა მიხედვით შერჩეულ იქნა ვეიბულის კანონი შესაბამისი ალბათობის სიმკვრივე (დიფერენციალური ფუნქცია) და აიგო გრაფიკი. მრავალფაქტორიანი ექსპერიმენტის დაგეგმვის მეთოდოლოგიის გამოყენებით მიღებული იქნა რეგრესიული განტოლება.

თემურ ლეშკაშელი, ემზარ კილასონიa, რანი ჭაბუკიანი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება