ჩამოტვირთვა

რძის შრატის გადამუშავების ურეაგენტო ტექნოლოგია ბიპოლარული ელექტროდიალიზის გამოყენებით

რძის პროდუქტების გასაიაფებლად და რძის შრატის არასწორი უტილიზაციით გამოწვეული ეკოლოგიური ზიანის გამოსარიცხავად საჭიროა, უზრუნველყოთ მისი 100 % გადამუშავება მოწინავე ინოვაციური ტექნოლოგიით. მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რძის შრატის გადამუშავების საკითხების ეფექტურად გადაწყვეტას ხელს უწყობს ამ მიზნით სპეციალიზირებული საწარმოების შექმნა. როგორც რძის შრატის გადამამუშავებელ ბევრ ქვეყანაშია - ჩვენთანაც ორგანიზებული იქნება ლაქტოზის შემცველი ნედლეულის შეკრება-გადამუშავება. შემკრები ცენტრების მდებარეობას, რაოდენობას და სიმძლავრეებს განსაზღვრავს შესაბამისი ტექნიკურ ეკონომიკური გათვლები. რძის შრატის ტუტით დამუშავების ალტერნატივად შეიძლება გამოყენებულ იქნას ელექტროდიალიზი ბიპოლარული მემბრანების გამოყენებით, რაც აქტუალურია და წარმოადგენს სამეცნიერო სიახლეს. ინოვაციური ტექნოლოგია წარმოადგენს კლასიკური და ბიპოლარული ელექტროდიალიზების შერწყმას. მჟავე შრატის დემინერალიზაცია და მჟავიანობის კორექტირება მოხდება დამატებითი რეაგენტების გამოყენების გარეშე. შრატის გადამუშავების დროს წარმოქმნილი მარილების კონცენტრატის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდება: 5-6 ტონა პროდუქციიდან შეიძლება გადაღვრილ იქნას მხოლოდ 1 ტ მარილების კონცენტრატი. მჟავე შრატის დემინერალიზაციის დონე იქნება -D90.

შოთა რუხაძე, ვიაჩესლავ ტოლმაჩევი, მეგი აფრიდონიძე, გულნარა ხეცურიანი, აბოს ნურმუხამედოვი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება