ჩამოტვირთვა

სალვიას - Salvia L. გვარის ზოგიერთი სახეობის ბიოეკოლოგიური თავისებურებები და დაცვის ღონისძიებები ქუთაისის ბოტანიკური ბაღში

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს ბალახოვან, ყვავილოვან მცენარეთა მდიდარი კოლექცია გააჩნია, მათგან ზოგი ადგილობრივი - საქართველოს ფლორის წარმომადგენელია, ზოგიერთი კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდანაა ინტროდუცირებული და წლებია აქტიურად გამოიყენებიან დეკორატიულ გაფორმებაში. შრომაში მოცემულია ქუთაისის ბოტანიკურ ბაღის კოლექციაში არსებული გვარი - Salvia L. სახეობის, S. splendens Ker.- მბრწყინავი სალბის ბიოეკოლოგიური თავისებურებანი, კულტივაციის პირობები და ახლად ინტროდუცირებული 3 სახეობის ფქვილიანი სალბი- S. Farinacea L., მუსკატური სალბი - S. Selarea L. და წითელი სალბი - S. coccinea J. ზოგადი დახასიათება და საბაღო კომპოზიციებში გამოყენების პერსპექტივები, აგრეთვე, შესწავლილია მათზე გამოვლენილი მავნე ორგანიზმების პათოლოგიურ-მორფოლოგიური თავისებურებები, ეკოლოგიური მახასიათებლები და მათ წინააღმდეგ გამოყენებული ბრძოლის ღონისძიებები.

მარინა კუცია, ლუიზა გორგოძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება