ჩამოტვირთვა

გეომორფოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზები საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონებში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით

ნაშრომში შემოთავაზებულია ზღვის სანაპირო არეების ეროზიული პროცესებისაგან დაცვის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც საქართველოში არ არის აპრობირებული. ახალი მეთოდი დაფუძნებულია ქვიშით შევსებული გეოტექსტილის დრეკადი მილებისგან დამზადებული ტალღამტეხი წყალქვეშა ბარიერების (გეოტუბების) გამოყენებაზე. რამდენიმე წყალქვეშა გეოტუბის გამოყენების შემთხვევისთვის განხილულია ქალაქ ფოთის ზღვის სანაპირო ზოლის ეროზიული უბანი, რომელიც მდებარეობს მდინარე რიონის „საქალაქო არხის“ შესართავის სამხრეთით. გეოტუბები განლაგებულია ნაპირის პარალელურად. გეოტუბებზე ტალღების გადავლების შემდეგ სანაპირო ზოლში წარმოშობილი წყლის დინებების ცირკულაციების ტიპების დასადგენად გამოიყენება ანალიზური მეთოდი. 2-უჯრედიანი ცირკულაციების დროს ნაპირი ეროზიულია, ხოლო 4-უჯრედიანის დროს - ზრდადი (აკრეციული). მიღებულია განტოლებათა სისტემა, რომლის რიცხვითი ამოხსნის შედეგად დადგენილია ქალაქ ფოთის სანაპირო ზოლისათვის გეოტუბების განთავსების პარამეტრები, როცა შესაბამისი ნაპირის მორფოლოგიური რეაქცია იქნება აკრეციული. გამოკვლეულია გეოტუბების სიგრძეების, მათი ნაპირიდან დაშორების, გეოტუბებს შორის შუალედების, ტალღების სიმაღლისა და წყლის გვერდითი შემაკავებელი კოეფიციენტის ცვლილების გავლენა ნაპირის მორფოლოგიური რეაქციის ხასიათზე. შედეგად დადგენილია იმ წყალქვეშა გეოტუბების პარამეტრები, რომელთა ზღვაში განთავსების შემდეგ ნაპირი დაცული იქნება გამორეცხვებისაგან და სანაპირო ზოლი გაიზრდება.

ივანე საღინაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება