ჩამოტვირთვა

სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ფუნქციონირების ასპექტები

სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამართულად და გამჭვირვალედ მართვის მიზნით შესყიდვების პროცესის მოდერნიზების შედეგად 2010 წლის ბოლოს ქვეყანა მთლიანად ელექტრონული შესყიდვების სისტემაზე გადავიდა. მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო შესყიდვა განიმარტება, როგორც ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა. იგი ხორციელდება საბიუჯეტო იერარქიის (ცენტრალური, ავტონომიური, ადგილობრივი) ყველა დონის სახსრებით და არა მარტო. სახელმწიფო შესყიდვები რეგულირდება არაერთი საკანონმდებლო-ნორმატიული დოკუმენტით, მათ შორის ძირითადია საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, რომელიც ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციასა და მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. ელექტრონული შესყიდვების სისტემის ფუნქციონირების ეფექტურობის და გამჭვირვალობის მიუხედავად, ამ სფეროში გვხვდება ხარვეზები, რაც რეგულირებასა და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების შემუშავებას საჭიროებს.

სერგო სვანაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება