ჩამოტვირთვა

აკაკი წერეთლის რეცეფცია აკა მორჩილაძის ნარატივში („ქართულის რვეულები“)

აკა მორჩილაძე თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამოკვეთილი წარმომადგენელია, რომლის თხზულებებში ძალზე საგულისხმოდ რეპრეზენტირდება საქართველოს წარსული, არაერთი ისტორიული პიროვნების მხატვრული პორტრეტი კონკრეტული თარიღებისა და ფაქტების დოკუმენტური სიზუსტით თხრობის გარეშე იქმნება. „ქართული რვეულები“ ამ ხასიათის წიგნია. სტატიაში დეტალურადაა გაანალიზებული საუკუნოვან რეტროსპექტივაში როგორ აქტივობს XIX საუკუნის გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის ფიგურა ისეთ კულტურულ დისკურსში, როდესაც ავტორი მიზნად არ ისახავს კონკრეტულად მის შესახებ შექმნას დამოუკიდებელი ოპუსი. აკა მორჩილაძის ამ ნარატივიმა მკაფიოდ წარმოაჩინა, რომ აკაკის ფიგურა გვერდაუვლელია მთელი მისი მოღვაწეობის განმავლობაში და არ არსებობს პერიოდები, როდესაც ის ნაკლებ აქტიური ან გამდგარი იყოს საზოგადოებრივ-კულტურული მოვლენებისაგან. ტექსტში ფრაგმენტებით გამორჩეული შემოქმედის თითქმის მთლიანი პორტრეტი იხატება.

ნესტან კუტივაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება