ჩამოტვირთვა

დრამის თეორიის ერთი საკითხისათვის ლესინგისა და დიდროს ესთეტიკაში

წინამდებარე სტატიის მიზანია, წარმოვაჩინოთ დრამატურგიის დემოკრატიზაციის პრობლება მე-18 საუკუნის დასავლეთევროპულ განმანათლებლურ დრამის თეორიაში, კონკრეტულად დენი დიდროსა და გოთჰოლდ ეფრაიმ ლესინგის თეორიულ შრომებში, რომელთა ანალიზი ნათლად აჩვენებს მათ ერთობლივ ბრძოლას კლასიციზმის ნორმატიული ესთეტიკის წინააღმდეგ და ამავდროულად განსხვავებებსაც დრამის თეორიის ცალკეულ საკითხებზე. დიდროსთან ლესინგის პოლემიკის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ლიტერატურისა და, კერძოდ, დრამატურგიის დემოკრატიზაციის აუცილებლობის პრინციპს ლესინგი და დიდრო ერთნაირად ითხოვენ თავიანთ თეორიაში, მაგრამ ლესინგის პოლემიკურ განწყობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ დრამის პერსონაჟებში წინა პლანზე წამოწეულიყო მხოლოდ საზოგადოებრივი მდგომარეობანი, ხოლო ინდივიდუალური მიმართებები, პერსონაჟთა ხასიათები კი აქსესუარებად ქცეულიყო. ლესინგმა სწორად შენიშნა წინააღმდეგობა დიდროს დრამის თეორიის შინაგან სისტემაში, რაც მთელი განმანათლებლური ლიტერატურის, კერძოდ, დრამატურგიის არსს წარმოადგენდა: ეს იყო განხეთქილება იდეალურსა და რეალურს, ზოგადსა და კერძოს შორის. ლესინგმა დაინახა მის წინაშე წამოჭრილი საკითხის დიალექტიკური ბუნება და პრობლემის გადაჭრის საშუალება დაინახა წონასწორობის მოძებნაში იდეალსა და სინამდვილეს, განზოგადოებასა და ემპირიულ მრავალფეროვნებას, ტიპიურსა და ინდივიდუალურს შორის.

ნანული კაკაურიძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება