ჩამოტვირთვა

ეპიდემია და ანტიკური ლიტერატურა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის გლობალურ საფრთხეზე ალაპარაკდა და ისეთი სიტყვები, როგორიცაა ეპიდემია, პანდემია, პანიკა ჩვენი ყოველდღიური დისკურსის ნაწილი გახდა. ეს სიტყვები ბერძნული წარმოშობისაა და იმაზე მიუთითებს, რომ ძველი ბერძნები ბევრს ფიქრობდნენ დაავადებებზე, როგორც მისი წმინდა სამედიცინო გაგებით, ასევე, როგორც გარკვეულ მეტაფორაზე. ანტიკურ ლიტერატურაში ბერძნები ჭირს Loimos-ს, ხოლო რომაელები - Pestis-ს უწოდებენ. სტატია ეხება შავი ჭირის ეპიდემიის აღწერას ანტიკურ ლიტერატურაში, კერძოდ, ჰომეროსთან, სოფოკლესთან, თუკიდიდესთან, ლუკრეციუსთან, ვერგილიუსთან და ოვიდიუსთან.

ნინო ჩიხლაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება