ჩამოტვირთვა

შექსპირის ჰამლეტი და ძველბერძნული ტრაგიკული კატეგორიები (ანალიტიკური თეორიები)

შეიძლება ითქვას, რომ ,,ჰამლეტი’’ ინტერტექსტუალურად უკავშირდება ძველბერძნული ტრაგედიების ნარატივს, თუ გავითვალისწინებთ შემდეგ თემებს: სამეფო ოჯახის წევრის მკვლელობა, მემკვიდრეობით მიღებული ბედისწერა, აჩრდილების ფენომენი, სხვადასხვა თაობებს შორის სისხლიანი დაპირისპირება, მოწამლული საკვები და ღვინო, ძალადობა იმ ადგილას, სადაც პერსონაჟი თავშესაფარს ეძებს, დაკრძალვის ტრადიციებიდან დევიაცია. პირველ ნათელ მსგავსებას წარმოადგენს ე. წ. ორიგინალური საგა - ზოგადად, ორესტესსა და ჰამლეტის ისტორიის მსგავსება. ოიდიპოსის ტრაგედიის კვლევა გულისხმობს ჰამლეტის ტრაგედიის არსის გაგებას. ფროიდი საუბრობს ლატენტურ გრძნობებზე, რომლებიც მატერიალიზდებიან ოიდიპოსის შემთხვევაში, ხოლო ჰამლეტი მათ საკუთარ თავში ახშობს. კლაუდიუსი ოიდიპოსის მამის პროტოტიპია და ჰამლეტი ცნობიერის დონეზე მისკენ მიმართავს მამის მოკვლის სურვილს. ნიცშე საუბრობს ჰამლეტის მხატვრული სახის დიონისურ და აპოლონურ საწყისებზე. აღნიშნულ კატეგორიებს წმინდა ძველბერძნულ ჭრილში განიხილავს. აპოლონური ინდივიდუალურობისკენ, დიფერენცირებისკენ, იერარქიისკენ არის მიმართული მაშინ, როცა დიონისური წარმოადგენს ინდივიდუალურის უგულებელყოფას, პიროვნული ,,მეს’’ დავიწყებას. ჰამლეტი, ისევე, როგორც ძველბერძნული დრამის პროტაგონისტები, ტრადიციული, ტიპური პერსონაჟია და მითის მრავალგვარი ინტერპრეტირების მიუხედავად, ის, რაც არსობრივია, არასოდეს იცვლება. შესაბამისად, ქვეშეცნეულად, მათ შორის პარალელები ლატენტურად უკვე არსებობს.

ნათია პერტაია

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება