ჩამოტვირთვა

პრომეთე ანუ კავკასიონი(ინფორმატული ფუნქციის მქონე სათაურები ძველბერძნულ ლიტერატურაში)

სტატია შეეხება ინფორმატული ფუნქციის შემცველ სათაურებს ანტიკურ ბერძნულ ლიტერატურაში. ინფორმატული ბირთვის შემცველი ფუნქციის ქვეშ გავაერთიანეთ სათაურები, რომლებიც მკითხველს ნაწარმოების შინაარსზე და მის ძირითად კონცეპტზე მიანიშნებენ. ამ ტიპის სათაურები რაოდენობრივად ყველაზე ბევრი აღმოჩნდა ძველბერძნულ ლიტერატურაში. მუშაობისას გაგვიჭირდა მკვეთრად გაგვევლო ხაზი ინფორმატულ და სხვა ტიპის სათაურებს შორის, რადგან ხშირია სათაურები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციით არის დატვირთული და ჭირს მისთვის რომელიმე ერთი ფუნქციის განსაზღვრა. წინამდებარე ნაშრომში შევეცადეთ გვეჩვენებინა, როგორი დატვირთვა აქვს ინფორმატულ სათაურებს ძველბერძნულ ლიტერატურაში. მაგალითად, ვაჩვენებთ, რომ ლუკიანოსის სატირა სათაურით - „პრომეთე ანუ კავკასიონი“, გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნაწარმოები გვიყვება მითოლოგიურ გმირზე, პრომეთეზე, რომელიც კავკასიასთან არის დაკავშირებული. უნდა აღინიშნოს, რომ ანტიკური მწერლობა სათაურების თვალსაზრისით საერთოდ არ არის შესწავლილი. ჩვენი სტატია ამ ხარვეზის შევსების მოკრძალებული ცდაა.

ნატალია იობიძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება