ჩამოტვირთვა

ესთეტური შეფასების ეპითეტები ანტიკურ ეპიკურ პოეზიაში (ჰომეროსი, აპოლონიოსი, ვერგილიუსი)

ესთეტურობა არის მშვენიერების სტანდარტების კონცეპტუალური გამოხატვა სალიტერატურო ფორმებში. მისი გამომხატველი შეიძლება იყოს კონკრეტული საგანი, მოვლენა, ლექსიკურ-გრამატიკული ერთეული. ყველაფერი, რაც ლამაზია - ესთეტურია, თუმცა, ანტიკური ეპიკური პოეზიის მიხედვით, ესთეტურობა მშვენიერებას გულისხმობს მორალთან სინთეზში. ანტიკურ ეპიკურ პოეზიაში ესთეტური გამოხატვის საუკეთესო საშუალებად ეპითეტი წარმოგვიდგება. ჰომეროსის, აპოლონიოსისა და ვერგილიუსის შემოქმედებაში ესთეტური შეფასების ეპითეტები გამოიყენება სულიერი თუ უსულო საგნების აღსაწერად ისევე, როგორც უკვდავთა წარმომადგენლების შესაფასებლად. ესთეტური შეფასების ეპითეტი საკვლევ ტექსტებში ახდენს ვიზუალური მშვენიერების ხაზგასმას, მორალური ღირებულების გამოხატვას, სიტუაციისადმი მკითხველის ემოციური დამოკიდებულების ინტენსიფიკაციას ან არის მხატვრული სახის საიდენტიფიკაციო ნიშანი.

ნათია არველაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება