ჩამოტვირთვა

ჰენრი კისინჯერი და აშშ – ს საგარეო პოლიტიკა

ყოველ საუკუნეში, როღაც ბუნების კანონის შესაბამისად, ჩნდება ქვეყანა, რომელიც საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით, ძალაუფლებით და ინტელექტუალური საშუალებებით არეგულირებს საერთაშორისო ურთიერთობათა მთლიან სისტემას. XX საუკუნეში და განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში, ვერცერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა ისეთი მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა საერთაშორისო ურთიერთობებზე, როგორც ამერიკის შეერტებულმა შტატებმა. ასეთი წარმატების მიღწევა ამ ქვეყნის პოლიტიკური მოღვაწეების დამსახურებაა. მათ შორის გამოირჩევა ჰ. კისინჯერი, რომელიც 8 წლის განმავლობაში (1969-77) ხელმძღვანელობდა ამერიკის საგარეო პოლიტიკას და ქმნიდა მსოფლიოს დიდ პოლიტიკას. ჰ. კისინჯერი - XX საუკუნის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეა. ის რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა აშშ – ს საგარეო პოლიტიკას. მას ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრეზიდენტს უწოდებდნენ. ამგვარი პოლიტიკოსის გამოცდილება სასარგებლო იქნება საქართველოსთვის, რომელიც ახლა გახდა მსოფლიოს დიდი პოლიტიკის ნაწილი.

დავით გეგეჭკორი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება