ჩამოტვირთვა

საადრეო მანდარინის პერსპექტიული ჰიბრიდების ნაყოფების ხარისხობრივი მაჩვენებლები

მანდარინის კულტივირების ეფექტურობის კიდევ უფრო ამაღლებისათვის, ქვეყნის საერთო საექსპორტო პოტენციალში მისი როლის უფრო მნიშვნელოვანი გაზრდისათვის აუცილებელია ინტენსიური ტიპის მეურნეობების (ბაღების) შექმნა. ნაყოფების მოსავლის მატებასთან ერთად მნიშვნელოვანია ასევე გაიზარდოს მათი წარმოების ვადა (პერიოდი), ნაყოფების ხარისხი, სტრესული ფაქტორებისადმი ადაპტურობა. ამ მიმართულებით ეფექტური ადგილობრივი საადრეო მანდარინის ჯიშების მისაღებად სხვადასხვა კომბინაციებში ჩატარებული შეჯვარებების შედეგად მიღებული 14 პერსპექტიული ჰიბრიდის ნაყოფების ხარისხობრივი მაჩვენებლების შესწავლის საფუძველზე ნაყოფის ხარისხზე შემდგომ სელექციურ მუშაობაში როგორც ყველაზე საინტერესო საწყისი მასალა, გამორჩეულია ჰიბრიდები #0722-21 და #0927-67.

ვახტანგ ქობალია

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება