ჩამოტვირთვა

აკნეს მკურნალობის ზოგიერთი საკითხი

აკნე დღეისთვისაც ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებად რჩება. მკურნალობის შემოთავაზებული მეთოდები ყოველთვის ადვილად განხორციელებადი
როდია მათი მოქმედების გვერდითი ეფექტების გამო. ანტიბიოტიკების გამოყენებისას, დროთა განმავლობაში გაიზარდა ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი P. acnes შტამების რიცხვი. ბოლო წლებში უპირატესობა ენიჭება იმ პრეპარატებს, რომლებიც არ შეიცავენ ანტიბიოტიკებს. შემუშავებულია მინერალური და მცენარეული წარმოშობის სამკურნალწამლო საშუალებების შემცველი პროდუქტები, რომლებმაც აჩვენეს კარგი შედეგი აკნეს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმების დროს. ყურადღება ექცევა იმ საშუალებებს, რომლებიც ზრდიან ორგანიზმის იმუნურ სტატუსს. იმედი გვაქვს, რომ ეს მიმოხილვა თავის წვლილს შეიტანს ამ სფეროში შემდგომი კვლევის საჭიროების გააზრებაში.

ნათია ჩუბინიძე, ნინო აბულაძე, კონსტანტინე ცაგარეიშვილი, პავლე იავიჩი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება