ჩამოტვირთვა

სამშენებლო ნარჩენები როგორც მეორადი ნედლეული და გარემოს დაცვა

ადამიანების მოთხოვნილების დაკმაყოფილება სხვადასხვა ფორმის და სახეობის ნარჩენების წარმოქმნასთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ეკონომიკის განვითარება ზრდის მოთხოვნებს და მოთხოვნების გაზრდა იწვევს ნარჩენების მოცულობების და მის ნაირსახეობის ზრდას. შედეგად სერიოზული ზიანი ადგება გარემოს და შესაბამისად უარესდება შესაბამის გარემოში მოხვედრილი ადამიანის ცხოვრების პირობები. ევროკავშირში მოქმედებს სხვადახვა ტიპის რეგულაციები რომელიც ხელს უწყობს წარმოქმნილი ნარჩენების მოცულობების შემცირებას და ახალისებს მათ ხელმეორედ გამოყენების შესაძლებლობებს. დედამიწაზე წარმოქმნილი ნარჩენების დიდი წილი მშენებლობაზე და სამშენებლო მასალების წარმოებაზე მოდის, ამ მოცულობებიდან 60% ზე მეტი მეორადი ბეტონის ნარჩენებია, სტატიაში განხილულია ბეტონის ნარჩენების მეორადი გამოყენების შესაძლებლობები, საქართველოში ამ ნარჩენების წარმოქმნის და გარემოში უკონტროლოდ გავრცელების მასშტაბები, ამასთან წარმოდგენილია მათი მეორედ გამოყენებისას მიღებული ეკონომიური სარგებელი და გარემოზე ზიანის მიყენებსი მაშტაბების შემცირების შესაძლებლობები.

მერაბ ბარათაშვილი, ნათია ცირეკიძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება