ჩამოტვირთვა

"ვეფხისტყაოსნის" ყალბი ადგილები ალექსანდრე სარაჯიშვილის მიხედვით

სტატიაში განხილულია ალექსანდრე სარაჯიშვილის მონოგრაფიული ნაშრომი „ვეფხისტყაოსნის ყალბი ადგილები“. აღნიშნული გამოკვლევა პერიოდულად იბეჭდებოდა ჟურნალ „მოამბეში“ 1895-1901 წლებში. „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის გაწმენდა შემდეგი დროის გადამწერთა, ყალბისმქნელთა ჩანამატებისაგან და მისი დედანთან მიახლოებული ტექსტის აღდგენა იყო მკვლევრის ძირითადი ნაშრომის მიზანი. ალ. სარაჯიშვილმა ჩამოაყალიბა პრინციპები, თუ რა გზით და ხერხით შეიძლება ამ ყალბი ადგილების ამოცნობა. სტატიაში, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, ნაჩვენებია თუ როგორ ცდილობს მკვლევარი გამოავლინოს პოემის ჩანართი ადგილები და რამდენად გაიზიარეს მისი შეხედულებები მისმა თანამედროვე და მომდევნო ხანის რუსთველოლოგებმა თავიანთ გამოკვლევებსა და პოემის სხვადასხვა გამოცემებში.

ლანა ჩიხლაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება