ჩამოტვირთვა

არტურ ზუტნერის უცნობი რომანი „იბერიელნი“

ცნობილი ავსტრიელი მწერალი არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი მეუღლესთან,
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ ბერტა ფონ ზუტნერთან ერთად ცხრა
წლის განმავლობაში (1876-1885 წლებში) ცხოვრობდა საქართველოში და წარუშლელი
ადგილი დაიმკვიდრა ქართული კულტურის ისტორიაში. ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების
დროინდელი შთაბეჭდილებები მწერლის ცნობიერებაში იმდენად ღრმად აღიბეჭდა, რომ
ქართული თემატიკა მისი შემოქმედების უმთავრეს მიმართულებად იქცა. წინამდებარე
ნაშრომში გაანალიზებულია ა. ზუტნერის უცნობი და დღემდე ორიგინალის ენაზე
გამოუქვენყნებელი რომანი „იბერიელნი,“ რომლის ხელნაწერი ვენის (ავსტრია) ეროვნულ
ბიბლიოთეკაში ჩემი თხოვნით მოიძია, ქართულად თარგმნა და ცალკე წიგნად გამოსცა
პროფ. თამაზ გვენეტაძემ. რომანში ისტორიული სიმართლითა და უმეტეს შემთხვევებში
აშკარად გამოხატული პროქართული თვალთახედვითაა ასახული რუსეთის მიერ ჩვენი
ქვეყნის დაპყრობის შედეგად აქ შექმნილი მდგომარეობა. არტურ ზუტნერის რომანისადმი
ინტერესს არსებითად განსაზღვრავს ის გარემოებაც, რომ ქართველთა ეროვნული
ინტერესების აქტიურად დამცველის როლში ავსტრიელი მწერლის მიერ ხორცშესხმული
უცხოელი პერსონაჟებიც ხშირად გამოდიან ხოლმე

ავთანდილ ნიკოლეიშვილი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება