ჩამოტვირთვა

ანტიკური ლიტერატურის ისტორიის პირველი „სახელმძღვანელო“ კვინტილიანუსისგან

მარკუს ფაბიუს კვინტილიანუსი (ახ. წ. 35-96) ანტიკურობის ერთ-ერთი საინტერესო მწერალი, პედაგოგი, ორატორი და ადვოკატია. მისი „მჭევრმეტყველების სწავლება“ (Institutio Oratoria) ლათინურ ენაზე დაწერილი, 12 თავისგან შემდგარი წიგნია, რომელშიც ავტორი გვთავაზობს თეორიულ კვლევებსა და პრაქტიკულ რჩევებს მჭევრმეტყველების, კარგი ორატორის, ზოგადად, კარგი ადამიანის აღზრდის შესახებ, რადგანაც, კვინტილიანუსის აზრით, შეუძლებელია იყო კარგი ორატორი, თუ არ იქნები კარგი ადამიანი - vir bonus dicendi peritus (12,1,3). კვინტილიანუსის ნაშრომი ქართულ ენაზე არ არის ნათარგმნი. მას არ იცნობს ქართული საზოდაოება, ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ნაშრომის თარგმნა, რომ ამ საკითხებით დაინტერესებული ქართველი მკითხველისათვის მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომი გაგვეხადა კვინტილიანუსის საინტერესო რჩევები და მოსაზრებები, რომელთაც დღესაც არ დაუკარგავთ აქტუალობა.
წარმოდგენილი ნაწყვეტი, გარკვეულწილად, ანტიკური ლიტერატურის ისტორიის ერთერთ პირველ „სახელმძღვანელოდ“ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან კვინტილიანუსი 110-მდე ბერძენ და რომაელ ავტორის შემოქმედებას გვაცნობს.

ნინო ჩიხლაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება