ჩამოტვირთვა

ეპითეტების სემანტიკური ურთიერთმიმართებები ანტიკურ ეპოსსა და რუსთაველის ვეფხისტყაოსანში

ანტიკურ ეპიკურ პოეზიასა და რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ შორის არსებული მიმართებების შესახებ არაერთი ნაშრომი მოიძებნება, რომლებიც სხვადასხვა
მიმართულებით გამოკვეთს აღნიშნულ ტექსტებს შორის მსგავსება-განსხვავებათა საკითხს. ჩვენი ინტერესი ანტიკური ეპიკური პოეზიის სამი წარმომადგენლის შემოქმედებასა და რუსთაველის პოემაში წარმოდგენილი ეპითეტების ურთიერთმიმართების შესწავლისადმი განაპირობა საკითხის დამუშავების იშვიათობამ ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში. ანტიკურ ეპიკურ პოეზიასა და რუსთაველის პოემას შორის არსებულ მიმართებებს, საკვლევ ტექსტებში წარმოდგენილი ეპითეტების მსგავსება-განსხვავებების შეპირისპირებით - კომპარატივისტული მეთოდით ვიკვლევთ. ჩატარებული კვლევა გვიქმნის წარმოდგენას იმ მიმართებების შესახებ, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას რუსთაველისა და ანტიკური ეპიკური პოეზიის „ნათესაობის“ დამადასტურებელ არგუმენტად. რუსთაველის ეპოსსა და ანტიკურ ეპიკურ პოეზიაში („ილიადა“, „ოდისეა“, „არგონავტიკა“, „ენეიდა“) წარმოდგენილ ეპითეტებს შორის გამოკვეთილი მსგავსებები გვაძლევს საფუძველს იმის სავარაუდოდ, რომ ქართველი ეპიკოსის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ასახვა ჰპოვა ანტიკურმა ეპოსმა, ჰომეროსის, აპოლონიოსისა და ვერგილიუსის ავტორობით.

ნათია არველაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება