ჩამოტვირთვა

იდიომის რაობისათვის დასავლეთევროპულ, ქართულ და თურქულ ენათმეცნიერებაში

ღეისათვის ლინგვისტებს შორის არ არსებობს ერთიანი აზრი იდიომის რაობასთან დაკავშირებით. სამეცნიერო ლიტერატურასა თუ ცალკეული ენის განმარტებით
ლექსიკონებში ეს ცნება მეტ-ნაკლებად განსხვავებული მნიშვნელობით გვხვდება. ერთი მოსაზრებით, იდიომი მომდინარეობს ძველი ბერძნული სიტყვიდან ‘ἰδίωμα’ (იდიომა), რაც თავისებურებას ნიშნავს, მეორე შეხედულებით, იგი ემყარება ბერძნულ ‘ἰδιως’-ს (იდიოს), რომლის შესატყვისიცაა საკუთარი, კერძო. იდიომთან დაკავშირებული განმარტებების მრავალფეროვნებაც სწორედ ამ „კერძო თავისებურების“ სუბიექტურ გაგება-წარმოდგენას უკავშირდება. იდიომის მიმართ არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი აზრი, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, მთავარ მახასიათებლად გვევლინება შესიტყვების განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელიც არ მიიღება მისი შემადგენელი კომპონენტების, მასში შემავალი ლექსემების მნიშვნელობათა მექანიკური დაჯამებით, ანუ იდიომის იდიომად აღქმას უზრუნველყოფს არა მისი კომპონენტების მნიშვნელობანი, არამედ მთლიანი სემანტიკა, რომელიც არის მხატვრული აზროვნების შედეგი. შესაბამისად, იდიომები უნდა განვიხილოთ, როგორც ეროვნული ფენომენი, ერის სულიერი სამყაროს ერთგვარი სარკე.

ანა ახალაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება