ჩამოტვირთვა

საქართველოს ტყეების წარსული, აწმყო და მომავალი

ტყის რესურსების მნიშვნელობა შეუფასებელია დედამიწაზე, იგი დღეს ბიოსფეროს ყველაზე უფრო პროდუქტიული ეკოსისტემაა. საქართველოს ტერიტორიის თითქმის 40% ტყითაა დაფარული. საქართველოს ტყეები უძველესი დროიდნავე დიდი მრავალფეროვნებითა და სიუხვით ხასითდებოდა. საუკუნეების მანძილზე ადამიანების დამოკიდებულება ტყის მიმართ იცვლებოდა, ტყის მეპატრონეთა ნება-სურვილის მიხედვით. ადგილი ჰქონდა ტყეების შეუჩერებელ გაჩეხვას, ტერიტორიის გარეთ გაყიდვას, გაჩუქებასა და ისეთ ფაქტებს, რამაც საქართველოს ტყეების შენარჩუნებას საკმაოდ დიდი საფრთხე შეუქმნა. დღესაც ტყეების გაჩეხვამ, სტიქიურმა ბუნებრივმა მოვლენებმა, ტყის ხანძრებმა საფრთხე შეუქნმა ამ რესურსის გამოყენებას, რაც ეკოლოგიური და ეკონომიკური კატასტროფის წინაშე აყენებს ქვეყანას.

ემზარ გორდაძე, ცირა ჟორჟოლიანი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება