ჩამოტვირთვა

ბიოსასუქი როგორც კურკოვნების დაავადებებისადმი გამძლეობისა და მოსავლიანობის ზრდის ფაქტორი

თანამედროვე მსოფლიოს წინაშე აქტიურად დაისვა საკითხი მცენარეთა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ შემცირდეს ქიმიური პესტიციდების გამოყენება და მოიძებნოს ალტერნატიული საშუალება. ამ თვალსაზრისით, მცენარეთა გამძლეობის გაზრდისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მათ კვებას ბიოორგანული სასუქებით. ამ მიზნით, შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ფოთლოვანი, ასევე ფესვური გამოკვება. როგორც ცნობილია, ფოთლოვანი კვება უფრო ეკონომიურია და შედეგიც სწრაფად მიიღება, ამიტომ ჩვენ მიერ შესწავლილ იქნა კურკოვანი ხეხილის (ატამი, ქლიავი) ბიოსასუქებით–ჯეოჰუმატითა და ორგანიკით ფოთლოვანი კვების შედეგი. ჯეოჰუმატი არის ბიოორგანული სასუქი მიკროელემენტებით. მისი გამოყენების შემთხვევაში ჩქარდება ცილოვანი ცვლა, რასაც თან ახლავს მცენარის ზრდის გაძლიერება. იზრდება მცენარეთა გამძლეობა ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებათა მიმართ. ორგანიკა არის ეკოლოგიურად სუფთა ევროკავშირის ქვეყნების მიერ სერტიფიცირებული ბიორგანული სასუქი. იგი შეიცავს თვითგამრავლების უნარის მქონე მცენარისათვის სასარგებლო სოკოებს, აზოტისა და ფოსფორის ფიქსატორს, ასევე M ჯგუფის ტიპის ბაქტერიებს, რომლებიც გახსნილია ჰუმუსითა და მიკროორგანიზმებით გამდიდრებულ წყალხსნარში და წარმოადგენს მიკროორგანიზმების შემდგომი გამრავლებისათვის საკვებ არეს–სუბსტრატს.

ზაქრო ყანჩაველი, ნუნუ ჩაჩხიანი–ანასაშვილი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება