ჩამოტვირთვა

უწყვეტი ყვავილობისა და ეფექტების ბაღი (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცდილება)

ნაშრომში თანმიმდევრულადაა გადმოცემული აწსუ-ის ერთ-ერთ ლოკაციაზე განხორციელებული უწყვეტი ყვავილობის და ეფექტების ბაღის შექმნის ისტორია, სადაც გამოყენებულია როგორც დეკორაციული, ისე კონტინენტალური და სუბტროპიკული კულტურები (ციტრუსები, ეთერზეთოვანი, ცხიმზეთოვანი და ტექნიკური მცენარეები). პირველად ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში იხილება „ნივაკი ფორმების“ გამოყენების შესაძლებლობები. განმარტებულია ნივაკის ხელოვნება, რომელიც სამ ძირითად ფაქტორს ეფუძნება და ამ ტრილოგიისაგან გამომდინარეობს იაპონური ხედვის ესთეტიკა კენტ რიცხვებზე, ბუნებრიობასა და დისპროპორციაზე, რაც ძლიერ კონტრასტირდება კლასიკურ ევროპულ ხედვასთან. განხილულია ყველა რვა ჯგუფის შემადგენილ მცენარეთა ასორტიმენტის დეკორაციული ნიშან-თვისებები, მათ შორის ნატოს სკვერში დარგული ფიჭვის Pinus pinaster Sol. და სპეციალურად განთავსებული ქვა წარწერით: “NATO-ს სკვერი. საინფორმაციო ცენტრი NATO-ს შესახებ“. „NATO SQUARE. Informacion Center on NATO. 06.10.2009.“

რამაზ კილაძე, დავით კილაძე, გიორგი კილაძე, იზა ოჩხიკიძე, ეთერ ბენიძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება