ჩამოტვირთვა

ექსპრესივები1 გელათური გულანის (K-596) ნუსხურ ანდერძ-მინაწერებში

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცული გელათური გულანი
გადაწერილია 1541 წელს. იგი პირველი თარიღიანი გულანია ამ ტიპის ხელნაწერთა
შორის. გულანში დასტურდება 150-ზე მეტი ნუსხური და მხედრული ანდერძ-მინაწერი.
მათი შესწავლა საინტერესო მასალას იძლევა როგორც ენობრივი, ისე ისტორიულწყაროთმცოდნეობითი ასპექტით. ანდერძ-მინაწერების საშუალებით ჩვენამდე მოაღწია სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და დანიშნულების ცნობებმა. მინაწერებში ჩანს, როგორი
იყო მაშინდელი საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობა, ყოველდღიური საზრუნავი
და ყოფითი პრობლემები. ამას გარდა, მინაწერები წარმოდგენას გვიქმნის იმდროინდელ
ადამიანებზე – მათ ფიქრებსა და განცდებზე. გულანის ნუსხურ ანდერძ-მინაწერებში
უხვად არის გადამწერთა ფსიქოემოციური მდგომარეობის გამომხატველი ექსპრესივები.
ჩვენი კვლევის საგანია ექსპრესივების განხილვა ფსიქოლინგვისტური ასპექტით, კერძოდ,
იმის ჩვენება, რამდენად იცვლება გადამწერის ფსიქოემოციური განწყობის ცვლასთან
ერთად ექსპრესივების გრამატიკული სტრუქტურა, ანუ რა ენობრივი საშუალებებია
ამისთვის გამოყენებული გელათური გულანის ანდერძ-მინაწერებში.

ფიქრია ჭაბუკიანი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება