ჩამოტვირთვა

ზმნა XVIII-XIX საუკუნეების ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში

XVIII-XIX საუკუნეების ფუნდამენტურ ენათმეცნიერულ გამოკვლევებში მოცემულია
საყურადღებო და ღირებული ცნობები ზმნის, მისი კატეგორიებისა და მაწარმოებელი
აფიქსების შესახებ. ნაშრომში განხილულია ზურაბ შანშოვანის, ანტონ ბაგრატიონის,
გაიოზ რექტორის, დავით და იოანე ბაგრატიონების, ვარლამ ერისთავის, იოანე
ქართველიშვილის, სოლომონ დოდაშვილისა და პლატონ იოსელიანის გრამატიკული
ნაშრომები. ყველა მათგანი ზმნას დამოუკიდებელ მეტყველების ნაწილად მიიჩნევს, იძლევა
მის დახასიათებას. თუმცა, უდავოა, რომ ზმნურ კატეგორიებთან დაკავშირებით ანტონ
პირველის მიერ მინიშნებული დებულებები გახდა ერთგვარი საფუძველი და იმპულსი
მომდევნო ხანის გრამატიკოსებისათვის, რადგანაც მისი გრამატიკა არის ქართული
ენის პირველი ფუნდამენტური ენათმეცნიერული ნაშრომი. შემდგომი პერიოდის
გრამატიკოსებთან ზმნასთან დაკავშირებით ბევრი განსხვავებული, საინტერესო აზრია
გამოთქმული, ზოგან კი უარყოფილია რიგი ანტონისეული ფასეული შენიშვნები. ცხადია,
სხვადასხვა მიზეზთა გამო, რიგს ამ შეხედულებათაგან დღეს მხოლოდ ისტორიული
მნიშვნელობა აქვს, თუმცა არის დღევანდელი თვალსაზრისით ფასეული დაკვირვებებიც.

თამარ მამარდაშვილი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება