ჩამოტვირთვა

ხაჭოს შრატის დემინერალიზაცია და ნეიტრალიზაცია ნანოფილტრაციის პროცესში

რძის პროდუქტების ღირებულების შესამცირებლად და რძის შრატის არასწორი
უტილიზაციით, გამოწვეული ეკოლოგიური ზიანის გამოსარიცხად საჭიროა
უზრუნველყოთ მისი 100 % გადამუშავება მოწინავე ინოვაციური ტექნოლოგიით.
არსებული ტექნოლოგიით ლაქტოზის წარმოების დროს ყველაზე მეტ პრობლემას
ქმნის მჟავე შრატის გადამუშავება. ამიტომ ასეთ შრატს სჭირდება დამატებითი
დამუშავება. პირველ რიგში აუცილებელია ნაწილობრივი დემინერალიზაცია და
მჟავიანობის შემცირება. თანამედროვე პირობებში რძის საწარმოებში მჟავიანობის
შემცირება ხორციელდება ტუტე რეაგენტის დამატებით. ტუტის შეტანა უარყოფითად
მოქმედებს მიღებული პროდუქტის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. რძის შრატის ტუტით
დამუშავების ალტერნატივად შეიძლება გამოყენებულ იქნას ელექტროდიალიზი
ბიპოლარული მემბრანების გამოყენებით. ინოვაციური ტექნოლოგია წარმოადგენს
კლასიკური და ბიპოლარული ელექტროდიალიზების შერწყმას. მჟავე შრატის
დემინერალიზაცია და მჟავიანობის კორექტირება მოხდება დამატებითი რეაგენტების
გამოყენების გარეშე. ელექტროდიალიზით დამუშავებამდე რძის შრატის ნაწილობრივი
დემინერალიზაციისათვის (35%-მდე), აგრეთვე, ბუფერული მოცულობის (4-ჯერ) და
მჟავიანობის (30%-მდე) შესამცირებლად, ვახდენთ რძის შრატის ნანოფილტრაციას.

შოთა რუხაძე, ლეონიდ ტოლმაჩევი, მარიტა რუხაძე, მეგი აფრიდონიძე, აბოს ნურმუხამედოვი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება