ჩამოტვირთვა

ლაბორატორიული კვლევები სამეგრელოს რეგიონში დაფნის კულტურის გავრცელებისათვის

2020 წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელდა USAIDის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო პროექტი - „ლაბორატორიული ანალიზები დაფნის კულტურის სექტორისთვის“. პროექტით გათვალისწინებული მასშტაბური
ლაბორატორიული კვლევები დაფნის სექტორისთვის საქართველოში ჩატარდა პირველად.
სტატიაში მოცემულია სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტის 6 რეგიონში - აბაშა,
სენაკი, ხობი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, განსხვავებული ტიპის ნიადაგებზე
ჩატარებული კვლევების შედეგები. გამოვიკვლიეთ აღნიშნულ ნიადაგების ფიზიკომექანიკური თვისებები (მექანიკური შედგენილობა, ფრაქცია), ჩატარდა აგრეთვე სრული ქიმიური ანალიზი (PH, გაცვლითი და ჰიდროლიზური მჟავიანობა, კარბონატულობა,
ძირითადი საკვები ელემენტების - აზოტი, ფოსფორი, კალიუმი - შემცველობა,
შთანთქმული ფუძეები ჯამი და ჰუმუსის რაოდენობა). ჩატარებული კვლევები გამიზნული
იყო სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამებში დაფნის კულტურის გავრცელებაზე
მეტი ხელშეწყობისთვის.

ნინო კელენჯერიძე, მაია ხელაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება