ჩამოტვირთვა

ფორთოხლის სელექცია ყინვაგამძლეობის გადიდებასა და ნაყოფების ადრემწიფადობაზე

მემ­ცე­ნა­რე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ძი­რი­თა­დი სა­ფუძ­ვე­ლი ჯი­ში­ა. თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტენ­სი­უ­რი სუბ­ტრო­პი­კუ­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, მათ შო­რის მე­ციტ­რუ­სე­ო­ბა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უნ­და და­ეყ­რდნოს ად­რემ­წი­ფად, იმუ­ნურ, მა­ღალ­მო­სავ­ლი­ან და ყინ­ვა­გამ­ძლე ჯი­შებს. ციტ­რუ­სო­ვან­თა სე­ლექ­ცი­ის წი­ნა­შე მდგა­რი ამო­ცა­ნე­ბის გადაწყ­ვე­ტის ერ­თ-ერთ ხერხს წარ­მო­ად­გენს ნუ­ცე­ლა­რუ­ლი სე­ლექ­ცი­ა. ფორ­თო­ხალ ვა­შინ­გტონ­-ნა­ვე­ლის ციტ­რუს იჩან­გენ­ზის­თან შეჯ­ვა­რე­ბით მი­ღე­ბულ ნუ­ცე­ლარულ თეს­ლნერ­გებ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ხა­სი­ათ­დე­ბი­ან ზრდის ორი ტალ­ღით, ნა­ყო­ფე­ბის მა­ღა­ლი სა­სარ­გებ­ლო გა­მო­ნას­კვით, შე­და­რე­ბით მა­ღალი ყინ­ვა­გამ­ძლე­ო­ბით, ნა­ყო­ფე­ბის ად­რემ­წი­ფა­დო­ბით და მა­ღა­ლი ხა­რი­ხობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით. ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი კვლე­ვის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მორ­ჩე­ულ იქ­ნა ერ­თი ყვე­ლა­ზე პერ­სპექ­ტი­უ­ლი ნუ­ცე­ლა­რუ­ლი თეს­ლნერ­გი, რომ­ლის წარ­მოე­ბა­ში და­ნერ­გვა ეკო­ნო­მი­კუ­რად მა­ღა­ლე­ფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა.

ვახ­ტანგ­­ ქო­ბა­ლია

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება