ჩამოტვირთვა

ოთხ­მწკრი­ვი­ა­ნი სა­სოფ­ლო–­სა­მე­ურ­ნეო მან­ქა­ნის ზო­ლუ­რად­­სახ­ნა­ვი კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა ორ­გა­ნო

ზო­ლუ­რად სახ­ნა­ვი ოთხ­მწკრი­ვი­ა­ნი სა­სოფ­ლო–­სა­მე­ურ­ნეო მან­ქა­ნის კომ­ბი­ნირე­ბუ­ლი მუ­შა ორ­გა­ნო შე­ი­ცავს: მთა­ვარ სახ­ნისს (სოლს), რომ­ლის ქვე­და მხრი­დან,
და­ყე­ნე­ბუ­ლია ნი­ა­დაგ­ჩამ­ღრმა­ვე­ბე­ლი და მოხ­ნუ­ლი ზო­ლის სი­გა­ნის გა­მა­ფარ­თოვე­ბე­ლი ირი­ბი და­ნე­ბი; გვერ­დით ვერ­ტი­კა­ლურ და­ნებს, რო­მელ­თა შო­რის ჩა­ყენე­ბულ ლილ­ვზე შლი­ცე­ბით მო­თავ­სე­ბუ­ლია საც­ვლე­ლი, ბელ­ტის გა­მაფხ­ვი­ერე­ბე­ლი, აქ­ტი­უ­რი მუ­შა ორ­გა­ნო, მა­გა­ლი­თად, ფრე­ზი ან რო­ტა­ცი­უ­ლი გუ­თა­ნი. მთა­ვა­რი სახ­ნი­სის ნი­ა­დაგ­ში შეჭ­რი­სას, მოხ­ნუ­ლი ზო­ლის ძირ­ზე შე­იჭ­რე­ბა ასე­ვე ნი­დაგ­ჩამ­რღმა­ვა­ბე­ლიც და მო­ახ­დენს მოხ­ნუ­ლი ზო­ლის ძი­რის აჩეჩ­ვას. ამ დროს მუ­შა­ო­ბა­ში მო­დის ზო­ლის გა­მა­ფარ­თო­ვე­ბე­ლი გვერ­დი­თი ირი­ბი და­ნე­ბიც, რო­მელიც მო­უხ­ნა­ვი ნი­ა­და­გის კედ­ლე­ბის ქი­მებს ჭრის კო­ნუ­სუ­რად, კედ­ლის მი­მართ გარ­კვე­უ­ლი კუ­თხით და სიღ­რმით.­ ­ ზო­ლუ­რად სახ­ნა­ვი კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა ორ­გა­ნო და მთლი­ა­ნად მან­ქა­ნა არის რე­სურ­სდამ­ზო­გი, ენერ­გო­დამ­ზო­გი, ბუ­ნე­ბის დაც­ვის და პროგ­რე­სუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ა, რაც ამ სფე­რო­ში მეც­ნი­ე­რუ­ლი სი­ახ­ლე­ა.

ალ­ბერტ სა­მა­და­ლაშ­ვი­ლი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება