ჩამოტვირთვა

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის (ქა­ლე­ბი) ზო­მი­თი ტი­პო­ლო­გი­ის აგე­ბის პრინ­ცი­პე­ბი

სტატიაში გან­ხი­ლუ­ლია ერ­გო­ნო­მი­კუ­ლი ტან­საც­მლის და­გეგ­მა­რე­ბის პრო­ცე­სის სრულ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, ახა­ლი ზო­მი­თი ტი­პო­ლო­გი­ის და­მუ­შა­ვე­ბის საკი­თხე­ბი მომ­ხმა­რე­ბელ­თა თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­სა და ერ­გო­ნო­მი­კუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ზო­მი­თი ტი­პო­ლო­გი­ის აგე­ბის ერ­თ-ერთ ძი­რი­თად ამო­ცა­ნას წა­მო­ად­გენს ფი­გუ­რის წამ­ყვა­ნი ზო­მი­თი ნიშ­ნი­სათ­ვის ტი­პი­უ­რი ფი­გუ­რე­ბის მეზო­ელ ზო­მებს შო­რის გა­ნუს­ხვა­ვებ­ლო­ბის ინ­ტერ­ვა­ლის დად­გე­ნა. სტა­ტი­ა­ში განხი­ლუ­ლია გარ­კვე­ული გზე­ბის ძი­ე­ბა გა­ნუს­ხვა­ვებ­ლო­ბის ინ­ტერ­ვა­ლის გა­ფართო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რის შე­დე­გა­დაც, მეც­ნი­ე­რუ­ლი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლია დას­კვნა გა­ნუს­ხვა­ვებ­ლო­ბის ინ­ტერ­ვა­ლის გა­ფარ­თო­ე­ბის შე­სა­ხებ. გა­ნუს­ხვა­ვებ­ლო­ბის ინ­ტერ­ვა­ლის დად­გე­ნი­ლი, მეც­ნი­ე­რუ­ლად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სი­დი­დე­ე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა შემ­ცი­რე­ბულ იქ­ნას ტან­საც­მლის ზო­მა­თა რიცხ­ვი, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხე­ლის­შემ­წყო­ბი პი­რო­ბაა სამ­კერ­ვა­ლო ნაწარ­მის მა­სი­უ­რი წარ­მო­ე­ბი­სათ­ვის.­­­

ნი­ნო დო­ლი­ძე, ირი­ნა უგ­რე­ხე­ლი­ძე­­­

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება