ჩამოტვირთვა

ქსო­ვი­სათ­ვის სე­ლის ქსე­ლის ნარ­თის მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის შეკ­ვე­ცის კვლე­ვა

ნაშ­რომ­ში გან­ხი­ლუ­ლია ქსო­ვის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სი­სათ­ვის სე­ლის ქსელის ნარ­თის მომ­ზა­დე­ბის­­პრო­ცე­სე­ბის შემ­ცი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ჩა­სა­ტა­რებე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი და­ყო­ფილ იქ­ნა სამ ვა­რი­ან­ტად. და­სა­წყის­ში ანუ I ვა­რი­ანტში გა­მოკ­ვლე­ულიქ­ნა სარ­თა­ვი ნახ­ვე­ვე­ბი­დან უწყ­ვე­ტი ქსელ­ვის პრო­ცე­სიС-120-Л საქ­სე­ლავ­­მან­ქა­ნა­ზე.­­გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნა დარ­თვის სვე­ლი მე­თო­დით მი­ღე­ბუ­ლი სე­ლის ნარ­თი 285,7 და 200 ტექ­სი ხა­ზობ­რი­ვი სიმ­კვრი­ვით. ძი­რი­თად კრი­ტე­რიუმს წარ­მო­ად­გენ­და ძა­ფის სა­შუ­ა­ლო და­ჭი­მუ­ლო­ბა და მი­სი უთა­ნაბ­რო­ბის გან­საზღვრა ბა­ლო­ნის წვერ­ში.­­ძა­ფის გა­დახ­ვე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სხვა­დას­ხვა სიჩ­ქა­რე­ებით.­­ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის შე­დე­გე­ბის­­და­მუ­შა­ვე­ბით გან­საზ­ღვრულ იქ­ნა ბა­ლო­ნის წვერ­სა და ნახ­ვე­ვე­ვის ფუ­ძი­დან ძა­ფის ამოხ­ვე­ვი­სას სა­შუ­ა­ლო და­ჭი­მუ­ლო­ბე­ბი და მა­თი უთა­ნაბ­რო­ბე­ბი. აღი­ნიშ­ნა, რომ ძა­ფის დამ­ჭი­მი მო­წყო­ბი­ლო­ბა ვერ ათა­ნაბრებს ბა­ლო­ნის წვერ­ში შექ­მნილ ძა­ფის და­ჭი­მუ­ლო­ბის რხე­ვებს. და­ჭი­მუ­ლო­ბის უთა­ნაბ­რო­ბა­­ =103,6%. და­ბა­ლი სიჩ­ქა­რით­­ნარ­თის გად­მოხ­ვე­ვი­სას გა­ხა­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ძა­ფის და­ჭი­მუ­ლო­ბის უთა­ნაბ­რო­ბა მცირ­დე­ბა = 49,4%-მდე. ჩა­ტა­რე­ბულ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტებ­მა და­ამ­ტკი­ცა სარ­თა­ვი ნახ­ვე­ვე­ბი­დან უწყ­ვე­ტი გა­ხა­მე­ბის პრო­ცე­სის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ე.ი. სახ­ვევ­-საქ­სე­ლა­ვი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გადას­ვლის შეკ­ვე­ცა

ომარ ფურ­ცხვა­ნი­ძე,­­ მე­რაბ შა­ლამ­ბე­რი­ძე, ­­მაყ­ვა­ლა გო­გო­ლა­ძე­

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება