ჩამოტვირთვა

ოთარ ჩხეიძის რომანის „ნაკრძალი“ ენობრივ-მხატვრული ხიბლი

ოთარ ჩხეიძის მხატვრული შემოქმედება ყოველთვის გამოირჩეოდა სიტყვაქმნადობის თავისებურებებით, რაც არაერთხელ შექმნილა თუნდაც ცხარე კამათის საბაბი. რაც არ უნდა ხელოვნურ გამონაგონად ჩათვალოს ვინმემ მწერლისეული ქართულის (უფრო სწორად თავანკარა ქართლულის!) ფიგურაციები, ავტორის „აღმოჩენები“ კარგი მსმენელისთვის სავსებით მართლად დაიდებს იშვიათ სიძვირფასეს. რომანი „ნაკრაძალი“ სწორედ რომ ქართული სიტყვიერების ფაქიზი ძალოვანების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. ამ რომანში ზეიმობს სიტყვა და იმდენად დიდი და ფართოა მისი გამომსახველობითი ძალა, რაც უფრო მეტად შევდივართ მხატვრული ქმნილების სიღრმეში, ერთი შეხედვით თითქოსდა კარგად ნაცნობი ამბავი, ეპოქალურ ტკივილად გადაიქცევა და მკითხველსაც ძალუმად ჩაიძირავს. ჩვენი ნაშრომის მიზანი ამდაგვარი გარდასახვის­­­ჩვენება გახლავთ დასახელებული რომანიდან.­­

გია ხოფერია

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება