ჩამოტვირთვა

”უმრავლესობისა” და ”რჩეულთა” პრობლემა ჯონ ფაულზის რომანში ”კოლექციონერი”

2013 წელს გამომცემლობა ”დიოგენემ” XX საუკუნის პროზით დაინტერესებული ქართველი მკითხველის სასიხარულოდ გამოსცა ცნობილი ინგლისელი მწერლის ჯონ ფაულზის რომანი ”კოლექციონერი”. ინგლისში­­რომანი 1963 წელს გამოქვეყნდა და შეფასდა როგორც ნოვატორული ტრილერი.­­XX საუკუნის მწერალი რომანში­­თავისებურ მხატვრულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს ”რჩეულთა”, ანუ მორალური და ინტელექტუალური ელიტისა, და­­”უმრავლესობის”, კონფორმისტულად განწყობილი მასის, ერთმანეთთან დაპირისპირების­­პრობლემას. რომანში წარმოდგენილი ორი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული პერსონაჟის წყალობით შესაძლებელია ნაწარმოები სქემატურად გავიაზროთ და გმირ მამაკაცში დავინახოთ ყველაფერი უარყოფითი, ხოლო გმირ ქალში - დადებითი. მაგრამ მწერლის მორალური პოზიცია გაცილებით უფრო რთულია და ფაქიზი. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ბრწყინვალე თხრობა ორ უჩვეულო პიროვნებაზე და არა უბრალოდ სიკეთისა და ბოროტების ალეგორიული განსახიერება.

თამარ კობეშავიძე­

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება