ჩამოტვირთვა

წრფის მიმართ ფიგურის სიმეტრიის სწავლება მათემატიკის სასკოლო კურსში

განიხილულია ფიგურს სიმეტრია წრფის მიმართ. მეთოდურად გამართლებულია მან გამოიყენოს შესასწავლი თემისათვის შესაბამისი თვალსაჩინოება. გეომეტრიული გარდაქმნების მკაცრი განსაზღვრება რთულია. ამის გამო სასკოლო სახელმძღვანელოებში მიღებულია გეომეტრიული გარდაქმნების შემოღების ინდუქციური გზა, რომლის დროსაც მოსწავლეები თავდაპირველად ეცნობიან გარდაქმნებს კონკრეტულ მაგალითებზე და ამის შემდეგ ხდება მათთვის გეომეტრიული გარდაქმნების ზოგადი იდეის გაცნობა. წრფის მიმართ სიმეტრიის განხილვა ჩვენ და ვაკავშირეთ A'= σ (A) ფუნქციასთან, რაც ადასტურებს,რომ მას კავშირი აქვს ფუნქციის ცნებასთან. ეს ფუნქცია განსხვავდება მოსწავლეების მიერ ამ პერიოდისათვის განხილული ფუნქციებისაგან. თემისათვის საჭირო თეორიული მასალის გადმოცემის შემდეგ განხილულია პრაქტიკული მაგალითები. გაკეთებულია მეთოდური დასკვნები.

გიორგი ბერძულიშვილი, ბაკურ ბაკურაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება