ჩამოტვირთვა

უნივერსიტეტის ბაღის განაშენიანების ეტაპები

1896 წელს ქუთაისის მაშინდელმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პროგიმნაზია გადაკეთებულიყო რეალურ სასწავლებლად, რისთვისაც გამოიყო გარკვეული თანხა, აქედან საკმაოდ სოლიდური ნაწილი იქნა გათვალისწინებული დრენაჟის, ღობის და ბაღის მშენებლობისათვის. ეს მიანიშნებს, რომ მაშინდელი რეალური სასწავლებლის, შემდგომში (1933 წლიდან) პედაგოგიური ინსტიტუტის, დღევანდელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღის ისტორია სწორედ მაშინ დაიწყო და მას კიდევ ერთი ეტაპი - XIX საუკუნის დასაწყისი დაემატა. აქედან გამომდინარე, დღევანდელი გადასახედიდან უნივერსიტეტის ისტორია მოიცავს ხუთ ეტაპს: 1. 1896-1930-იანი წლები; 2. 1932-34 წლები; 3. 1950-იანი წ.წ.; 4. 90-იანი წ.წ., 5. 2010 წლიდან დღემდე. განაშენიანების თითოეულ ეტაპზე დაირგო გარკვეული ასორტიმენტის და რაოდენობის მცენარეები, რომლებიც შესწავლილ იქნა მოპოვებული მასალების მეშვეობით.

რამაზ კილაძე, ეთერ ბენიძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება