ჩამოტვირთვა

იოჰან ჰერბარტისა და ჯონ დიუის დიდაქტიკური სისტემების შედარებითი დახასიათება

ჰერბარტის გავლენით დაიწყო იმ შეხედულებების განვითარება, რომელთა თანახმად სწავლების მიზანს წარმოადგენს შესასწავლი მზა ცოდნის გადაცემა; აქტიური სასწავლო პროცესში, უწინარეს ყოვლისა, უნდა იყოს მასწავლებელი, მოსწავლისათვის კი განპირობებულია პასიური როლი. დიუის კონცეფციის მიხედვით, ადამიანი მაშინ იწყებს ფიქრს, როდესაც იმ სიძნელეებს ხვდება, რომელთა გადალახვას მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. დიუი, ისევე როგორც ჰერაბარტი, სწავლების საფეხურებს მიაკუთვნებს ყველა სასწავლო საგანს და სასწავლო სამუშაოს, რომლის შედეგად სწავლების დონეები ღებულობენ ფორმალურ ხასიათს და პრეტენზიას აცხადებენ უნივერსალურობაზე. პრაქტიკა უარყოფს უნივერსალურ მოდელს და გვიჩვენებს, რომ სწავლება არ შეიძლება იყოს „სრულად პრობლემური“ - დიუის მიხედვით, არც „სრულად ვერბალური“ - ჰერბარტის მიხედვით და არც რაიმე სხვა იონური პროცესი.

იმერი ბასილაძე, მაია ახვლედიანი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება