ჩამოტვირთვა

მაღალი სენსორული და სამკურნალოპროფილაქტიკური პოტენციალის ლიქიორული ტიპის ეკო-ღვინოების წარმოების ტექნოლოგია

მოსახლეობის მოთხოვნა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით გამდიდრებილი მცენარეული წარმოშობის, ნატურალური საკვები დანამატების მიმართ ყოველდღიურად იზრდება. ამასთან თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ქვეყნის სავაჭრო ბალანსის მნიშვნელოვან ნაწილს ნატურალური და სპეციალური ღვინობი წარმოადგენს, ახსნას არ საჭიროებს რამდენად მნიშვნელოვანია ვაზის აბორიგენული ჯიშების ყურძნის ნედლეულიდან ახალი სახის ღვინოების შექმნა. აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების დეპარტამენტში დამუშავებულია ლიქიორული ტიპის ეკო-ღვინოების წარმოების ტექნოლოგიური რეგლამენტები, რომლებშიც ძირითად ნედლეულს წარმოადგენს უწამლი კლონების ფერადი ყურძენი და წიპწისა და ასკილის ღვინო-სპირტიანი ექსტრაქტები. ლიქიორული ღვინო „ნიკალას“ სენსორული მაჩვენებლების ამაღლების მიზნით დამატებული აქვს იზაბელას ყურძნის შესქელებული ტკბილი და აკაციის თაფლი. მაღალი სამკურნალო-პროფილაქტიკური თვისებების ლიქიორული ტიპის ღვინის ტექნოლოგიის დამუშავებისათვის მიღებული გვაქვს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის პატენტი.

თემურ ღვინიანიძე, ლელა მამრიკიშვილი, ზაურ ფუტკარაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება