ჩამოტვირთვა

წილადური აღრიცხვის ძირითადი ცნებები

ნაშრომში განხილულია წილადური აღრიცხვის ძირითადი განსაზღვრებები. კერძოდ დახასიათებულია ის სამი ძირითადი განსაზღვრება, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენებიან მეცნიერებისა და ტექნიკის სხვადასხვა ამოცანების ამოსახსნელად. ეს განსაზღვრებებია რიმან-ლიუვილის, გრიუნვალდ - ლეტნიკოვის და კაპუტოს. ნაჩვენებია კავშირი ამ ცნებებს შორის. წილადურ აღრიცხვაში ზოგადად არ სრულდება ის ძირითადი თვისებები რაც დამახასიათებელია კლასიკური აღრიცხვისათვის. მაგალითად მუდმივის რიმან - ლიუვილის აზრით წილადური რიგის წარმოებული არაა იგივურად ნულის ტოლი თუკი წარმოებულის რიგი განსხვავდება დადებითი მთელი რიცხვისაგან, ხოლო მუდმივი სიდიდის დადებითი რიგის წილადური რიგის წარმოებული კაპუტოს აზრით იგივურად ნულის ტოლია. მოყვანილია ბერტრან როსის მიერ 1974 წელს ჩამოყალიბებული ის ხუთი კრიტერი უმი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს წილადური წარმოებულისა და წილადური ინტეგრალის ყველა სიცოცხლისუნარიანი განსაზღვრება

თეიმურაზ სურგულაძე, თეიმურაზ მოდებაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება